წესები და პირობები
პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა


ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ შპს „Retail Group Georgia“ (ს/კ: 404399236) და მის ჯგუფში შემავალი შემდეგი შვილობილი/სუბსიდიარი კომპანიები: შპს Fashion Retail Georgia (Mango) (ს/კ 404404809), შპს Master Retail Georgia (Massimo Dutti) (ს/კ 404404765), შპს Best Retail Georgia (Bershka) (ს/კ 404404738), შპს Pro Retail Georgia (Pull&Bear) (ს/კ 404404747), შპს Mega Store Georgia (Stradivarius) (ს/კ 404404756), შპს Retail Group Holding (OYSHO) (ს/კ 404404783), შპს „Master Home Retail“ (Zara Home) (ს/კ 405196784) (შემდგომში -„კომპანია“/”Retail Group Georgia” /„მონაცემთა დამმუშავებელი“).

ჩვენ წარმოვადგენთ ვებსაიტზე განთავსებული ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებას უწევენ ზემოთ დასახელებული ბრენდების მაღაზიებს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებების საფუძველზე. ვებგვერდს www.rggdirrect.ge ფლობს და მართავს შპს Retail Group Georgia.

იმისათვის რომ მოვახდინოთ თქვენთვის სატელეფონო/დისტანციური მომსახურების გაწევა (დისტანციური გაყიდვები), ჩვენ ვახდენთ თქვენს მიერ შევსებული ელეტრონული განაცხადების განხილვას, შესაბამისად, ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე წესები და პირობები და პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა მანამ სანამ გამოაგზავნით თქვენს მიერ შევსებულ განაცხადს.

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სატელეფონო/დისტანციური ვაჭრობის მიზნებისათვის, საჭირო მოცულობით და ვადით. კერძოდ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება განაცხადის დასადასტურებლად, შეკვეთის თქვენს მიერ მიწოდებულ მისამართზე მისატანად, საგადასახადო მიზნებისათვის. ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, რათა პერიოდულად მიიღოთ სატელეფონო შეტყობინებები, მანამ სანამ თქვენგან არ მივიღებთ უარს. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვას, თუ განხორციელდა სატელეფონო შეკვეთა.

რა პერსონალურ ინფორმაციას ვიყენებთ და რა მიზნით:

სახელი და გვარი - პირის იდენტიფიცირებისათვის, რომელიც კომპანიას ესაჭიროება საკურიერო გზავნილის ჩასაბარებლად და საგადასახადო მიზნებისათვის.

ელ-ფოსტა: შეტყობინებების მისაღებად, კერძოდ, მასზედ რომ მომხმარებელმა მიიღოს ტექსტური შეტყობინება, მისი განაცხადის მიღების თაობაზე და შემდგომ შეკვეთის დასრულებისთვის, რათა ის დარწმუნდეს, რომ მისი შეკვეთა განხორციელდა/გაფორმდა და რომ ის მიიღებს საკურიერო გზავნილს 1-5 დღის განმავლობაში.

მობილური ტელეფონი: სატელეფონო/დისტანციური შეკვეთის განსახორციელებლად, კომპანიის ოპერატრთან შეკვეთის გასაფორმებლად. საკურიერო მიზნებისთვის, კერძოდ, გზავნილის ჩაბარებისას დასაკავშირებლად.

პირადი ნომერი: პირის იდენტიფიცირებისთვის, რათა მოხდეს საკურიერო გზავნილის/შეძენილი პროდუქტის შეუცდომლად ჩაბარება; ანგარიშსწორებისას, საგადასახადო მიზნებისთვის.

მისამართი: მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდიქტის ჩასაბარებლად - საკურიერო მიზნებისთვის.

საბანკო ანგარიშის ნომერი: მომხმარებლის სურვილისამებრ, მისივე თანხმობით ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შეკვეთის დაბრუნების შემთხვევაში.

უფლებამოსილი პირები, საკურიერო გზავნილის ჩამბარებლები:

იმისათვის რომ მოხდეს თქვენთვის გზავნილის ჩაბარება, ჩვენ ხელშეკრულების საფუძველზე ვთანამშრომლობთ გადამზიდავ კომპანიებთან და ვაწვდით თქვენი გზავნილის ჩაბარებისათვის საჭირო თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

შეკვეთის მიწოდებას ახორციელებს ერთ-ერთი გადამზიდი კომპანია:

შპს “საქართველოს ფოსტა” ID: 203836233; მისამართი: სადგურის მოედანი 2, 0100 თბილისი, საქართველო (შეკვეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით)

ან

შპს “არამექს საქართველო” ID #406109955; მისამართი: ნავთლუღის ქუჩა 45, 0113; თბილისი, საქართველო (შეკვეთები თბილისის მასშტაბით).

თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისათვის:

თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემა მოხდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი უფლებები: თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვო ინფორმაცია კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების თაობაზე, ასევე მოითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, აგრეთვე, გამოიხმოთ თქვენი თანხმობა, წერილობითი განცხადების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს უფლებამოსილი ხართ მიმართოთ კომპანიას საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე.

კანონმდებლობა:

წინამდებარე წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დავის არსებობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ჩვენი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია:

პერსონალური მონაცემების დამუშავების, პრეტენზიის ან/და ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე:

შპს „Retail Group Georgia“ (ს/კ: 404399236) და მის ჯგუფში შემავალ შემდეგი შვილობილი/სუბსიდიარი კომპანიები: შპს Fashion Retail Georgia (Mango) (ს/კ 404404809), შპს Master Retail Georgia (Massimo Dutti) (ს/კ 404404765), შპს Best Retail Georgia (Bershka) (ს/კ 404404738), შპს Pro Retail Georgia (Pull&Bear) (ს/კ 404404747), შპს Mega Store Georgia (Stradivarius) (ს/კ 404404756), შპს Retail Group Holding (OYSHO) (ს/კ 404404783), შპს „Master Home Retail“ – Zara Home (ს/კ 405196784)

ფაქტიური მისამართი: 0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი 70, სითი თაუერი, მე-7 სართული. იურიდიული მისამართი: თელავის ქუჩა #20, თბილისი, საქართველო



შეკვეთა

• შეარჩიეთ სასურველი მოდელი, შეავსეთ შეკვეთის ფორმა და განათავსეთ შეკვეთა. შეკვეთის ფორმის მიღების დამადასტურებელ მეილს მიიღებთ თქვენს ელ-ფოსტაზე;
• ჩვენი კონსულტანტები გადაამოწმებენ თქვენი შეკვეთილი პროდუქტის ხელმისაწვდომობას მაღაზიაში და დაგიკავშირდებიან შეკვეთის დასადასტურებლად.

მიწოდება

• შეკვეთის მიწოდების შესახებ ინფორმაცია ასახულია წესებისა და პირობების და ხშირად დასმული კითხვების განყოფილებაში, დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ოპერატორთან ტელეფონით.

გადახდა

გადახდა შესაძლებელია შემდეგი მეთოდით:

• ნაღდი ფულით შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან;
• ნებისმიერი საბანკო ბარათით შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან.



როგორ ხდება შეკვეთა?

შეკვეთისთვის საჭიროა ოთხი მარტივი საფეხურის გავლა:

• ეწვიეთ თქვენთვის სასურველი ბრენდის კატალოგს (მიჰყევით ზემოთაღნიშნულ ბმულებს ან ეწვიეთ ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდს), დაათვალიერეთ პროდუქცია;
• შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი და ჩაინიშნეთ მისი სახელი, კოდი, ფასი და სასურველი ზომა. შეავსეთ შეკვეთის ფორმა ბმულზე http://retailgroups.com/inditexOrders/
• ჩვენი კონსულტანტები გადაამოწმებენ თქვენი შეკვეთილი პროდუქტის ხელმისაწვდომობას მაღაზიაში და დაგიკავშირდებიან შეკვეთის დასადასტურებლად. შეკვეთა შესაძლებელია ყოველ დღე 9:00-დან 21:00 საათამდე.
• შეკვეთას მიიღებთ შეკვეთის გაფორმებიდან 1-5 დღეში. გზავნილს მოგიტანთ სასურველ მისამართზე. გადახდა შესაძლებელია შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან ნაღდი ფულით ან ნებისმიერი საბანკო ბარათით.

არსებობს თუ არა მინიმალური შესყიდვის განხორციელების ვალდებულება?
o არა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ღირებულების ნივთი ჩვენი კატალოგიდან.

სად არის შესაძლებელი მიტანა?
მიტანის სერვისი ხელმისაწვდომია შემდეგ ქალაქებში:

• ბათუმი • ზესტაფონი
• ქუთაისი • გურჯაანი
• რუსთავი • ბორჯომი
• გორი • სენაკი
• ზუგდიდი • საგარეჯო
• ქობულეთი • სამტრედია
• მარნეული • ბოლნისი
• თელავი • ახალციხე
• ოზურგეთი • ლაგოდეხი
• მცხეთა • კასპი
• ფოთი • ხაშური


როგორ ხდება შეკვეთის მიწოდება?

o შეკვეთის მიწოდებას ახორციელებს ერთ-ერთი გადამზიდი კომპანია: შპს “საქართველოს ფოსტა” ID: 203836233; მისამართი: სადგურის მოედანი 2, 0100 თბილისი, საქართველო (შეკვეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით)
ან
შპს “არამექს საქართველო” ID #406109955; მისამართი: ნავთლუღის ქუჩა 45, 0113; თბილისი, საქართველო (შეკვეთები თბილისში).

რა ღირს მიტანის სერვისი?

o მიტანის სერვისის ფასია 5 ლარი თბილისში, რუსთავში, მცხეთაში; 10 ლარი - დანარჩენ ქალაქებში.

რომელ საათებში ხორციელდება შეკვეთის ჩაბარება?

o შეკვეთის ჩაბარება ხდება ყოველდღიურად 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

რა დრო დასჭირდება ჩემი შეკვეთის მიღებას?

o შეკვეთას მიიღებთ შეკვეთის გაფორმებიდან 1-5 სამუშაო დღეში სასურველ მისამართზე. გადახდა შესაძლებელია შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან ნაღდი ფულით ან ნებისმიერი საბანკო ბარათით (გარდა ამერიკან ექსპრეს ბარათისა).

რა უნდა წარვადგინო შეკვეთის ჩაბარებისას?

o შეკვეთის ჩაბარებისას საჭირო იქნება თქვენი პირადობის მოწმობის წარდგენა, გთხოვთ, თან იქონიოთ.

შეიძლება სხვამ ჩაიბაროს ჩემი შეკვეთა?

o რა თქმა უნდა! საჭირო იქნება მან წარადგინოს თქვენი პირადობის მოწმობა.

როგორ ხდება გადახდა?

o გადახდა შესაძლებელია შეკვეთის ჩაბარებისას კურიერთან ნაღდი ფულით ან ნებისმიერი საბანკო ბარათით.

ფასები მოიცავს დღგ-ს?

o დიახ, ვებ-გვერდზე განთავსებული ფასები მოიცავს დღგ-ს.

რა დრო მაქვს შენაძენის გაცვლის ან დაბრუნებისთვის?

• გაცვლა შესაძლებელია (მხოლოდ მაღაზიებში, მაღაზიების ოპერირების პერიოდში) ან დაბრუნება (მაღაზიების ოპერირების პერიოდში ან საქართველოს ფოსტის ფილიალებში) შენაძენის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაცვლისა და დაბრუნების წესების შესაბამისად (იხ. ქვემოთ). პროდუქციის დაბრუნების საფოსტო ხარჯების გაწევა ხდება მომხმარებლის მიერ წესებსა და პირობებში აღნიშნული განფასების შესაბამისად.
• გაცვლისთვის მაღაზიების ოპერირების პერიოდში ეწვიეთ მაღაზიებს თბილისი მოლში, ს/ც მერანში, ისთ ფოინთსა და სითი მოლში საბურთალოზე ან დააბრუნეთ საქართველოს ფოსტის საკურიერო სერვისის გამოყენებით.გთხოვთ, დაათვალიეროთ ნივთი და დარწმუნდეთ, რომ ის იდეალურ მდგომარეობაშია, სანამ ხელს მოაწერთ კურიერის მიერ წარმოდგენილ "მიღება-ჩაბარების აქტს".


გაცვლისა და დაბრუნების წესები და პირობები



ჩვენი მიზანია ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. მომხმარებელს შეუძლია გაცვალოს ან დააბრუნოს შენაძენი მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაცვლისა და დაბრუნების წესების შესაბამისად. გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ მაღაზიებში, დაბრუნება - მაღაზიებში მაღაზიების ოპერირების პერიოდში ან საქართველოს ფოსტის ფილიალებში.
პროდუქციის გაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს ქარხნულ წუნს ან არის დაზიანებული, მისი შეცვლა ან დაბრუნება განხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. წუნდებული პროდუქტის ანაზღაურება მოხდება სრულად, მიტანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაბრუნებისთვის საჭირო გონივრული ხარჯების ჩათვლით. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის გაცვლა ან დაბრუნება არ ხდება:

1) პარფიუმერია და კოსმეტიკა;
2) საცურაო და პლაჟის კოსტიუმები და თეთრეული (იმ შემთხვევაში, თუ ჰიგიენური ლენტი აქვს მოცილებული);
3) თეთრეული და ბოდეები;
4) აქსესუარები და პირადი ჰიგიენის ნივთები;
5) საბავშვო სათამაშოები, თეთრეული, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ნივთები და ჩვილისთვის განკუთვნილი პროდუქცია;
6) საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი პროდუქცია, სხვა მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია, რომლებიც არ იმყოფება Retail Group Georgia-სა და მისი შვილობილი/სუბსიდიარი კომპანიების მმართველობის ქვეშ.

შენაძენის დაბრუნება შესაძლებელია:

• პროდუქციის მაღაზიაში მიტანით მაღაზიების ოპერირების პერიოდში,
• საქართველოს ფოსტის ფილიალებში (საჭიროა დაბრუნების შევსებული ფორმის წარდგენა, რომელსაც პროდუქციის თქვენთან ჩაბარებისას მიიღებთ).
• იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ პროდუქტის ბრენდული პარკი, შეგიძლიათ შენაძენი დააბრუნოთ ნებისმიერი სხვა შეკრული შეფუთვით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის დაცვას დაზიანებისგან ან დაკარგვისგან;
• დაიმახსოვრეთ, პროდუქციის საფოსტო განყოფილებაში დაბრუნებისას აუცილებელია შეავსოთ დაბრუნების ფორმა. ამ ფორმას მიიღებთ თქვენს შენაძენთან ერთად;
• გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საფოსტო განყოფილებაში დაბრუნების შესაძლებლობა ვრცელდება მხოლოდ დისტანციურად შეძენილ პროდუქციაზე და არა მაღაზიებში განხორციელებულ შენაძენზე.

კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას დაბრუნებული პროდუქციის მიღებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილ პირობებს. დაბრუნების ფასი:

პროდუქციის დაბრუნების საფოსტო ხარჯების გაწევა ხდება მომხმარებლის მიერ წესებსა და პირობებში აღნიშნული განფასების შესაბამისად: დაბრუნება თბილისიდან, რუსთავიდან და მცხეთიდან -5 ლარი, დანარჩენი ქალაქებიდან - 10 ლარი. თანხის ჩამოჭრა მოხდება დასაბრუნებელი თანხის მომხმარებლის ანგარიშზე დარიცხვისას