კითხვა: რამდენი დღე შემიძლია ავიღო უხელფასო (არაანაზღაურებადი) შვებულება?
პასუხი: ყოველ თანამშრომელს შეუძლია ისარგებლოს წელიწადში 15 კალენდარული დღის ოდენობით უხელფასო (არაანაზღაურებადი) შვებულებით, არაანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნაც ივსება საშვებულებო სისტემის (HR portal) მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უხელფასო შვებულების შემთხვევაში კვირის ჭრილში (ორშაბათი-კვირა) ყოველი დღე ფიქსირდება როგორც UL (Unpaid Leave) DO (Day Off) -ის გარეშე.
კითხვა: რამდენი ანაზღაურებადი შვებულების დღე მაქვს წელიწადში?
პასუხი: კომპანიის შინაგანაწესის თანახმად საშვებულებო წელიწადი ემთხვევა ფინანსურ წელიწადს, რომელიც განისაზღვრება 1 აპრილიდან 31 მარტის ჩათვლით. ყოველ თანამშრომელს ეკუთვნის 24 სამუშაო დღის ოდენობით ანაზღაურებადი შვებულება; კომპანიის წესების თანახმად საშვებულებო დღეების დაგროვება ხდება შემდეგნაირად: ყოველ ნამუშევარ თვეზე 2 დღე; თუკი რაიმე ოფიციალური დასვენების დღე (Public Holiday) ემთხვევა შვებულების პერიოდს, ეს დღე არ აკლდება ანაზღაურებადი შვებულების ბალანსს, ანუ ავტომატურად განისაზღვრება სისტემაში როგორც DO (Day Off).
თუკი ანაზღაურებადი შვებულება იწყება 31 მარტს და გადადის აპრილის თვეში, აღნიშნული შვებულების დღეები გამოაკლდება წინა წლის საშვებულებო ბალასს.
კითხვა: რა ხდება თუკი თანამშრომელი საკუთარი განცხადებით მიდის სამსახურიდან და აქვს გამოუყენებელი შვებულების დღეები?
პასუხი: საკუთარი სურვილით წასვლის შემთხვევაში კომპანიას არ აქვს ვალდებულება აუნაზღაუროს თანამშრომელს გამოუყენებელი შვებულების დღეები, თუმცა თანამშრომელს წასვლამდე შეუძლია მოითხოვოს კუთვნილი შვებულება, რომელიც დაუკმაყოფილდება თუკი მოთხოვნა შევსებული იქნება დროულად: კომპანიის შვებულების მოთხოვნის წესების გათვალისწინებით - 20 დღით ადრე.
კითხვა: როგორ უნდა დავიანგარიშოთ ხელზე ასაღები (net) თანხა, თუკი ცნობილია დარიცხული (gross) თანხა? (ხელზე ასაღები თანხა net - არის ის თანხა რომელიც ირიცხება თქვენს საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარიცხული gross თანხა - საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
პასუხი: ხელზე ასაღები (net) თანხის დასაანგარიშებლად დარიცხული (gross) თანხა გაამრავლეთ 0.8-ზე, მაგალითად: დარიცხული თანხა არის 500 ლარი, ხელზე ასაღები იქნება 500 X 0.8 = 400 ლარი.
კითხვა: როგორ შევავსო შვებულების ფორმა?
კითხვა: როდის უნდა შევავსო შვებულების განაცხადი?
პასუხი: კომპანიის შინაგანაწესის თანახმად შვებულების მოთხოვნა სავალდებულოა შეივსოს მინიმუმ 20 დღით ადრე; დაუშვებელია შვებულების მოთხოვნის დამტკიცების გარეშე სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა. იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც თანამშრომელი გადაუდებელი გარემოებების გამო იძულებულია გავიდეს შვებულებაში მოთხოვნის დადასტურებამდე, აუცილებელია HR-დეპარტამენტის ინფორმირება.
კითხვა: რამდენი საშვებულებო დღე შემიძლია გამოვიყენო წინსწრებით?
პასუხი: საშვებულებო სისტემის (HR portal) გვერდზე მითითებულია ყოველი თანამშრომლის ინდივიდუალური საშვებულებო ბალანსი, რომლის გამოყენება შესაძლებელია მოცემული მომენტისთვის. განსაკუთრებულ შემთხვევებში, უშუალო ხელმძღვანელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია 4 სამუშაო დღის ოდენობით წინსწრებით აღება. მაგ. თუკი თანამშრომელს მოცემული მომენტისთვის საშვებულებო ბალანსზე აქვს 3 სამუშაო დღე, შესაძლებელი იქნება 7 დღის მოთხოვნა (საიდანაც 4 წინსწრებით არის, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით).
კითხვა: რა ხდება ოფიციალური დღესასწაულის (დასვენების) დღეზე მუშაობის შემთხვევაში?
პასუხი: კომპანიის შინაგანაწესის მიხედვით ოფიციალურ დღესასწაულზე (Public Holiday) მუშაობის შემთხვევაში, თანამშრომელი ავტომატურად იღებს დამატებით დასვენების დღეს (Lieu Day – LD), რომელიც ფიქსირდება დამატებითი დღეების ბალანსში. იმისათვის რომ ოფიციალურ დღესასწაულზე ნამუშევარი დღე ავტომატურად დაფიქსირდეს როგორც LD, აუცილებელია სრული დასწრება - ანუ თანამშრომელს არ უნდა ჰქონდეს დაგვიანება/ადრე გასვლა.
დამატებითი დასვენების დღის - LD-ის მოთხოვნა, ანაზღაურებადი შვებულების მსგავსად აუცილებლად შევსებული და დადასტურებული უნდა იქნას საშვებულებო სისტემაში (HR portal).

კითხვა: რა ხდება ზეგანაკვეთური (overtime) სამუშაოს შემთხვევაში?
პასუხი: დამატებითი სამუშაო დროის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი თანხმობა არეა-მენეჯერის მხრიდან (რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლების რაოდენობას და სამუშაოსთვის საჭირო დროს); მხოლოდ ასეთი თანხმობის არსებობის შემთხვევაში განისაზღვრება დამატებითი ნამუშევარი საათები ზეგანაკვეთურად (overtime) და მოხდება დამატებითი დასვენების დროის მიცემის საფუძველზე მისი უკან დაბრუნება თანამშრომლისთვის.
კომპანიის შინაგანაწესის მიხედვით, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები აკუმულირდება (გროვდება) და თანამშრომელი მას იყენებს ერთი სრული დამატებითი დასვენების დღის სახით (LD); დამატებითი დასვენების დროის გამოყენება არ ხდება საათობრივად. მაგალითად, თანამშრომლის მიერ ზეგანაკვეთური საათების რაოდენობა შეადგენს 13 საათს, იგი გამოიყენებს სრულ 2 დამატებით დასვენების დღეს, ნაცვლად 7 დღის განმავლობაში 2-2 საათი დამატებით დასვენებით სარგებლობისა.

კითხვა: როგორ ხდება ზეგანაკვეთური (overtime) ნამუშევარი საათების დამატება სისტემაში?
პასუხი: ზეგანაკვეთური საათები აღრიცხვა ხდება არეა-მენეჯერის მიერ, სპეციალური ფორმის მეშვეობით, რომელიც მიეწოდება HR დეპარტამენტს და ქვეყნის დირექტორის თანხმობის შემდეგ აიტვირთება HR სისტემაში (LD-ეს სახით), რის შემდეგაც თანამშრომელს შეუძლია მისი გამოყენება.
კითხვა: მეკუთვნის თუ არა დამატებითი შვებულება ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში?
პასუხი: კომპანიის შინაგანაწესის მიხედვით ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში თანამშრომელს ეკუთვნის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 3 სამუშაო დღის ოდენობით. თანამშრომელმა საშვებულებო სისტემაში (HR portal) უნდა შეავსოს შვებულების ფორმა - „დამატებითი შვებულება“.
ოჯახის წევრის კატეგორიაში იგულისხმება თანამშრომლის/მისი მეუღლის მშობელი, და-ძმა, ბებია-ბაბუა.

კითხვა: რა უნდა გავაკეთო ავადმყოფობის შემთხვევაში?
პასუხი: ავადმყოფობის შემთხვევაში, თანამშრომელი პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეს უშუალო ხელმძღვანელს და შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ;
კომპანიის შინაგანაწესის მიხედვით, აუცილებელია საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენის) წარდგენა გაცდენილი დღეების ასანაზღაურებლად.
საავადმყოფო ფურცლის გაცემა შეუძლია ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. შაბათ-კვირის შემთხვევაში შესაძლებელია სასწრაფოს ბრიგადის გამოძახება და მათ მიერ გაცემული ფორმის წარდგენა.
სამსახურში დაბრუნებისთანავე აუცილებელია საავადმყოფო ფურცლის HR-დეპარტამენტისთვის მიწოდება. HR-ის მიერ ხდება ბიულეტინის სისტემაში ატვირთვა იმ კონკრეტული თარიღების მიხედვით რომელიც მითითებულია ოფიციალურ დოკუმენტში (დაუშვებელია თარიღში ცვლილებების შეტანა). გთხოვთ, გაითვალისწინოთ ავადმყოფობის პერიოდზე HR პორტალში არ ხდება დასვენების დღეების (DO) გამოყოფა, მთელი პერიოდი მითითებულია როგორც sick.

კითხვა: როგორ ხდება ავადმყოფობის პერიოდის ანაზღაურება?
პასუხი: ავადმყოფობის მიზეზით გაცდენილი პერიოდის ანაზღაურება ხდება თანამშრომლის მიერ წარდგენილი საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენის) საფუძველზე; თუკი თანამშრომლის მიერ საავადმყოფო ფურცელი მოწოდებულია თვის 18 რიცხვამდე, ანაზღაურება მოხდება მიმდინარე თვის ხელფასთან ერთად, ხოლო 18 რიცხვის შემდეგ მოწოდების შემდეგ მომდევნო თვის ანაზღაურებასთან ერთად.
დაუშვებელია საავადმყოფო ფურცელში (ბიულეტენი) ნებისმიერი სახის შესწორების შეტანა/გადაკეთება/გამუქება, ასეთ შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი ჩაითვლება უმოქმედოდ და არ მოხდება გაცდენილი პერიოდის ანაზღაურება.
საავამდყოფო ფურცლის ანაზღაურებისთვის საჭიროა HR დეპარტამენტს დოკუმენტი მიეწოდოს გაცემის თარიღიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში.

კითხვა: შვილის ავადმყოფობის შემთხვევაში მეკუთვნის თუ არა საავადმყოფო ფურცელი (ბიულეტენი)?
პასუხი: 5 წლამდე ასაკის ბავშვის მოვლის შემთხვევაში გაცემული საავადმყოფო ფურცელით (ბიულეტენი), შესაძლებელია მშობლის (მომვლელის) მიერ ბავშვის მოვლის გამო გაცდენილი პერიოდის სტანდარტული წესით ანაზღაურება.
კითხვა: რამდენი ხანი შეიძლება ვიყო ბიულეტენზე?
პასუხი: ზედიზედ 40 კალენდარულ დღეზე ან 6 თვის განმავლობაში 60 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობის ავადმყოფობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს თანამშრომლის განთავისუფლება ხანგრძლივი შრომისუუნარობის საფუძველზე.
კითხვა: როდის შემიძლია გავიდე დეკრეტულ შვებულებაში და რამდენი ხანი შემიძლია ვისარგებლო დეკრეტული შვებულებით?
პასუხი: თანამშრომელს შეუძლია მოითხოვოს დეკრეტული შვებულება ფეხმძიმობის 26-ე კვირიდან, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 730 კალენდარული დღით. თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს დეკრეტული შვებულებიდან ნებისმიერ დროს მისი სურვილის მიხედვით, რის შესახებაც უნდა აცნობოს კომპანიას მინიმუმ 1 თვით ადრე. დაბრუნების შემდეგ თანამშრომლის პოზიცია და ანაზღაურება იქნება იგივე რაც დეკრეტულ შვებულებამდე (კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოხდეს მაღაზიის/მოლის ცვლილება).
კითხვა: როგორ ანაზღაურდება დეკრეტული შვებულება?
პასუხი: დეკრეტული შვებულების შემთხვევაში კომპანია ანაზღაურებს 1 თვის ხელფასის ოდენობის თანხას, ხოლო სახელმწიფოს მიერ ხდება ერთჯერადი სახით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემა დეკრეტული შვებულებისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
კომპანიის მიერ ანაზღაურებადი 1 თვის ხელფასის ოდენობის თანხა ჩაირიცხება თანამშრომლის ანგარიშზე დეკრეტულ შვებულებაში გასვლისთანავე, ხელფასის ჩარიცხვის სტანდარტულ დღეს.

კითხვა: როგორ უნდა მივიღო სახელმწიფოს მიერ გაცემული 1000 (ათასი) ლარის ოდენობით კომპენსაცია?
პასუხი: სახელმწიფოს მიერ გაცემული 1000 (ათასი) ლარის ოდენობით კომპენსაციის მისაღებად, თანამშრომელმა HR დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. „დეკრეტული ცნობა“, რომელიც გაიცემა ნებისმიერი ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ, ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული;
2. მომქმედი პირადობის მოწმობა ან მისი ასლი;
3. საბანკო რეკვიზიტი (იმ ანგარიშის ნომერი სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა) - ნებისმიერი ბანკის ფილიალის მიერ ხდება საბანკო რეკვიზიტის გაცემა, რომელზეც მითითებულია თანამშრომლის სახელი გვარი და ანგარიშის ნომერი.
ამ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე HR დეპარტამენტი მოამზადებს დამატებით საბუთებს, რომელიც მიწოდებულ უნდა იქნას სოციალური დახმარების სააგენტოს შესაბამის სერვის ცენტრში. სოციალური დახმარების სააგენტოში დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლია დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თანამშრომელს და მისი ოჯახის ნებისმიერ წევრს, საბუთების წარდგენიდან მაქსიმუმ 1 კვირაში „დეკრეტული ცნობა“ (მწვანე ფურცელი) დაბრუნებული უნდა იქნას HR დეპარტამენტში (სავალდებულოა პოზიციის და ანაზღაურების შენარჩუნებისთვის).
სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა ხდება საბუთების მიწოდებიდან 1-2 თვის განმავლობაში.

კითხვა: შემიძლია თუ არა მივაბა დეკრეტულ შვებულებას ანაზღაურებადი შვებულების დღეები?
პასუხი: დეკრეტული შვებულების დაწყებამდე შესაძლებელია მოცემული მომენტისთვის არსებული საშვებულებო ბალანსის სრულად გამოყენება.
კითხვა: მიგროვდება თუ არა ანაზღაურებადი შვებულების დღეები დეკრეტული შვებულების განმავლობაში?
პასუხი: დეკრეტული შვებულების განმავლობაში არ ხდება საშვებულებო დღეების დაგროვება, როგორც კი თანამშრომელი ბრუნდება სამუშაო ადგილას საშვებულებო დღეების ბალანსის განახლება ხდება ავტომატურად.
კითხვა: მინარჩუნდება თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა დეკრეტული შვებულების პერიოდში?
პასუხი: დეკრეტული შვებულების შემთხვევაში თანამშრომელს შენარჩუნებული აქვს კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზისური პაკეტი მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი სარგებლობს გაუმჯობესებული სადაზღვევო პირობებით ან ოჯახის დაზღვევით, და აქვს სურვილი შეინარჩუნოს ეს პაკეტი უნდა მოახდინოს განსხვავების (ბაზისურ და გაუმჯობესებული პაკეტის ღირებულებას შორის) საკუთარი ხარჯებით დაფარვა, განსხვავება ყოველთვიურად უნდა გადმოირიცხოს კომპანიის ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტების მიწოდებაც ხდება HR დეპარტამენტის მიერ.
კითხვა: რა შემთხვევაში ვერ იღებს თანამშრომელი ბონუსს?
პასუხი: კომპანიის საბონუსე პოლიტიკის თანახმად სრულ სამუშაო განაკვეთზე (full timer) მომუშავე თანამშრომლების შემთხვევაში, ბონუსის აღებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
• თუკი თანამშრომელს თუნდაც ერთი არასაპატიო გაცდენა (absent) აქვს დაფიქსირებული დასწრების სისტემაში იგი ავტომატურად არ ღებულობს ბონუსს
• თანამშრომელი, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა ნებისმიერი სახის დისციპლინარული ღონისძიება (შენიშვნა, წერილობითი საყვედური და ა.შ.) 3 თვის განმავლობაში არ ღებულობს ბონუსს
• 5 დღეზე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში (ერთი კალენდარული თვის განმავლობაში) თანამშრომელი ვერ მიიღებს მოცემული თვის ბონუსს, ხოლო 5 დღეზე ნაკლები პერიოდის შემთხვევაში ავდმყოფობის დღეები გამოაკლდება ბონუსის დასაანგარიშებელ დასწრების პერიოდს
• თუკი თანამშრომელი 15 დღეზე ნაკლები პერიოდი იმყოფებოდა სამსახურში შვებულების გამო, ასეთ შემთხვევაში იგი ვერ მიიღებს ბონუსს (LD განიხილება როგორც ნამუშევარი დღის ტოლფასი), ხოლო 15 დღეზე მეტი მუშაობის შემთხვევაში შვებულების დღეები გამოაკლდება ბონუსის დასაანგარიშებელ დასწრების პერიოდს
• სამუშაოს დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში თანამშრომელი ვერ მიიღებს ბონუსს
• ბონუსის გადახდა არ ხდება იმ პირებისადმი, რომლებიც ბონუსის ჩარიცხვის მომენტში აღარ ითვლებიან კომპანიის თანამშრომლებად
ნახევარ სამუშაო (Part timer) განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების შემთხვევაში, ბონუსის აღებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

• თანამშრომელი რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა ნებისმიერი სახის დისციპლინარული ღონისძიება (შენიშვნა, წერილობითი საყვედური და ა.შ.) 3 თვის განმავლობაში არ ღებულობს ბონუსს

• თუკი ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულ თანამშრომელს თვის განმავლობაში 40 საათზე ნაკლები სამუშაო საათი აქვს, იგი ვერ ღებულობს ბონუსს

კითხვა: როგორ აისახება დასწრება ჩემს ანაზღაურებაზე?
პასუხი: კომპანიის პოლიტიკის თანახმად თანამშრომელთა ანაზღაურება ხორციელდება ელექტრონული დასწრების სისტემის საშუალებით, შესაბამისად გაცდენილი დღეების ტოლფასი ანაზღაურება გამოიქვითება ყოველთვიური ხელფასიდან.
კითხვა: რა ტიპის დაქვითვა არის შესაძლებელი ხელფასიდან?
პასუხი: კომპანიის პოლიტიკის თანახმად შესაძლებელია შემდეგი სახის დაქვითვები ყოველთვიური ანაზღაურებიდან (ხელფასიდან):
• დაქვითვა გაცდენილი დღეების (Absent) შემთხვევაში
• დაქვითვა ავადმყოფობის შემთხვევაში სანამ მოწოდებული იქნება ავადმყოფობის ფურცელი HR დეპარტამენტში - ბიულეტენის წარდგენამდე ეს დღეები გაცდენილად მიიჩნევა
• დაუდასტურებელი (unconfirmed) შვებულების და დამატებითი დასვენების დღის (LD) შემთხვევები, რომელიც დადასტურებამდე განიხილება როგორც გაცდენა
• სალაროს დანაკლისი, რომლის შესახებ ინფორმაცია მოწოდებულია ბუღალტერიის დეპარტამენტის მიერ (cash audit)
• გაუმჯობესებული სადაზღვევო პირობების ან ოჯახური დაზღვევის შემთხვევაში განსხავავება არსებულ სადაზღვევო და ბაზისურ პაკეტს შორის, თანამშრომელთან წინასწარი შეთანხმებით იქვითება ყოველთვიური ანაზღაურებიდან.
• სისტემატური დაგვიანების ან სამსახურიდან ადრე გასვლის შემთხვევაში დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმა შესაძლოა გამოიხატოს თანხის დაქვითვაში, დასწრების დეტალური წესები გთხოვთ იხილოთ ამ ბმულზე.

კითხვა: რა შემთხვევაშია საჭირო კონტრაქტში ცვლილების შეტანა?
პასუხი: კონტრაქტში ცვლილება უნდა აისახოს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს პოზიციის და/ან ხელფასის ცვლილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ცვლილება ოფიციალური. მაღაზიის შეცვლა (თუ აღნიშნული მაღაზია არ ეკუთვნის სხვა შვილობილ კომპანიას Retail Group Georgia, Fashion Retail Georgia, Spanish Retail Georgia და ა.შ.) არ საჭიროებს ცვლილებების შეტანას ხელშეკრულების პირობებში.
კითხვა: გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ როდის იცვლება ხელფასი?
პასუხი: ხელფასის ცვლილება ხდება მხოლოდ გამოსაცდელი პერიოდის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში. გამოსაცდელი პერიოდის დაწყებიდან სრული 3 თვის შემდეგ ხდება I ეტაპობრივი მატება, ხოლო 6 თვის შემდეგ II ეტაპობრივი, რაც ნიშნავს რომ სრული ანაზღაურების მიღება მოხდება მხოლოდ გამოსაცდელი პერიოდის დაწყებიდან სრული 6 თვის გასვლის შემდგომ.
მაგ. თანამშრომლის გამოსაცდელი ვადა გავიდა 20 სექტემბერს, სექტემბრის ხელფასი გამოითვლება შემდეგნაირად: 1-19 სექტემბერის დაანგარიშება მოხდება წინა ანაზღაურებით, ხოლო 20-30 სექტემბრის გაზრდილი ანაზღაურების მიხედვით.

კითხვა: როგორ უნდა მოვითხოვო სახელფასო ცნობა?
პასუხი: სახელფასო ცნობის მიღებისთვის ელ. ფოსტაზე უნდა გაგზავნილი იქნას მოთხოვნა HR დეპარტამენტის თანაშრომელ - ნინი ჭიღლაძესთან. აუცილებლად მითითებული უნდა იყოს რა ენაზე არის ცნობა საჭირო და თუ თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია ადრესატიც (სად წარსადგენად არის მოთხოვნილი, შესაძლებელია სახელფასო ცნობის მიღება ადრესატის დაზუსტების გარეშეც). სახელფასო ცნობა გაიცემა კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს. სახელფასო ცნობის მოქმედების ვადა საშუალოდ 14 კალენდარული დღით განისაზღვრება.
კითხვა: რატომ ხდება რომ ხელფასი მერიცხება მეორე დღეს მაშინ, როდესაც სხვებმა ჩემზე ადრე მიიღეს ანაზღაურება?
პასუხი: კომპანიის შინაგანაწესის მიხედვით ყოველთვიური ხელფასის დარიცხვა ხორციელდება არა უგვიანეს შემდგომი თვის 6 რიცხვისა, იმ თანამშრომლებს რომლებსაც ხელფასი ერიცხებათ საქართველოს ბანკში (კორპორატიული ბანკი) თანხა აესახებათ იმავე დღეს, ხოლო სხვა ბანკის მომხმარებლებს შემდეგ დღეს ან შაბათს დარიცხვის შემთხვევაში მომდევნო ორშაბათს.
კითხვა: სამსახურიდან წასვლის სურვილის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო?
პასუხი: სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასვლის შემთხვევაში, როგორც სრულ (full timer) ასევე ნახევარ სამუშაო განაკვეთზე (part timer) მომუშავე თანამშრომელმა უნდა შეავსოს სამსახურიდან წასვლის განაცხადი მინიმუმ 2 კვირით ადრე (შაბლონი ინახება ყველა მაღაზიაში), რომელიც აუცილებელია დროულად იქნას მოწოდებული HR დეპარტამენტში.
კითხვა: რა სახის დისციპლინარული სანქცია არსებობს კომპანიაში?
პასუხი: კომპანიის პოლიტიკის თანახმად სხავადასხვა სახის დისციპლინარული დარღვევებისთვის თანამშრომლის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იქნას შემდეგი დისციპლინარული სასჯელი:
• შენიშვნა/სიტყვიერი საყვედური - მიეცემა მცირე დარღვევების შემთხვევაში, იგი ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ დასაქმებულთან გასაუბრების შედეგად.
• წერილობითი საყვედური - შემდეგი ზომა არის წერილობითი საყვედური, რომელიც შესაძლოა მიეცეს როგორც სიტყვიერი საყვედურის შემდეგ, ასევე პირდაპირ უფრო სერიოზული დარღვევების შემთხვევაში.
• სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით - ამ სასჯელის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში თუ დისციპლინური დარღვევა ჩადენილია განმეორებით ან დარღვევა საკმაოდ მძიმეა.
• სამუშაოდან დათხოვნა - სამუშაოდან დათხოვნა ხდება, როდესაც ჩადენილია მძიმე დარღვევა ან სხვა დისციპლინარულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო.

კითხვა: რა შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინარულ დარღვევად?
პასუხი: დისციპლინარულ დარღვევას მიეკუთვნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, თუმცა ცხადია დარღვევის ფორმა და სიმძიმე განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში:
• შინაგანაწესის, სუბორდინაციის, სამუშაოს შესრულების სტანდარტების დარღვევა
• სამუშაოს დაუსაბუთებლად და გაუფრთხილებლად გაცდენა, დაგვიანება
• სამსახურში გამოცხადება ალკოჰოლური და/ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ
• დასაქმებულის მიერ ისეთი ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც უშუალო კავშირშია მატერიალურ ფასეულობასთან ან ფულთან და რასაც მოჰყვება კომპანიის მატერიალური ზარალი
• ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები
• ნაღდ ფულთან მუშაობის წესების დარღვევა
• კომპანიის ოპერაციების განმსაზღვრელი შიდა ინსტრუქციების დარღვევა
• კომპანიის ქონების დაზიანება
• კოლეგების, კლიენტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
• ნებისმიერ საქმიანობაში ჩაბმა, რომელიც წარმოადგენს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას
• პროფესიული საიდუმლოების გავრცელება, რომელმაც შეიძლება ზარალი მოუტანოს კომპანიას
• დაკისრებული მოვალეობის უხარისხო შესრულება

კითხვა: შესაძლოა თუ არა არ ვეთანხმებოდე საყვედურს და მაინც გამომეცხადოს?
პასუხი: თანამშრომელი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს დისციპლინარულ სანქციას, მაგრამ კომპანია უფლებამოსილია სათანადო მოკვლევის საფუძველზე დააწესოს სხვადასხვა სახის სანქცია.
თანამშრომელს აქვს უფლება წარმოადგინოს მისი პოზიციის ამსახველი ახსნა-განმარტებითი ბარათი და ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში მიმართოს HR დეპარტამენტს.

კითხვა: რას ნიშნავს ჩემი ხელმოწერა დისციპლინარული სანქციის ფორმაზე?
პასუხი: ხელმოწერა გამოხატავს იმის დასტურს, რომ მოგეწოდათ ინფორმაცია თქვენს მიმართ გამოყენებული დისციპლინარული სანქციის შესახებ და თქვენ ინფორმირებული ხართ აღნიშნულის შესახებ.
კითხვა: რას ნიშნავს ჯანმრთელობის პაკეტის გაუმჯობესება?
პასუხი: კომპანია სრულ განაკვეთზე (full timer) მყოფ ყოველ თანამშრომელს (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ) უზრუნველყოფს დაზღვევის ბაზისური პაკეტით, რომლის ღირებულებასაც ფარავს კომპანია. თანამშრომელს, რომელსაც სურვილი აქვს საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე ისარგებლოს დაზღვევის დამატებითი (გაუმჯობესებული) პირობებით შეუძლია აირჩიოს სხვა პაკეტი და სხვაობა პაკეტების ღირებულებას შორის დაფაროს ყოველთვიურად (ხელფასიდან ავტომატური გადარიცხვით).
კითხვა: როდის შემიძლია ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესება და/ან ოჯახის წევრების დამატება?
პასუხი: კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების განახლებას ახდენს ყოველ წელს, მომქმედ თანამშრომელს 15 იანვრამდე შეუძლია შეცვალოს საკუთარი პაკეტი რის შესახებაც უნდა აუცილებლად აცნობოს (ელექტრონული ფოსტით) HR დეპარტამენტს. 15 იანვრის შემდგომ ცვლილება მომდევნო წლის დეკემბრამდე შეუძლებელია.
ახალი თანამშრომლების შემთხვევაში სასურველი პაკეტის არჩევა სავალდებულოა თავიდანვე, თანამშრომლებს ეგზავნებათ შესაძლო დაზღვევის პაკეტები და უნდა შეარჩიონ მათთვის სასურველი ვარიანტი.
სადაზღვევო სისტემაში თანამშრომლის დამატება არ ხდება 31 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე.

კითხვა: ვინ ითვლება ოჯახის წევრად ჯანმრთელობის დაზღვევისთვის და რა განსხვავებაა საოჯახო და ოჯახის წევრების დაზღვევას შორის?
პასუხი: საოჯახო დაზღვევის პაკეტის შემთხვევაში იგულისხმება თანამშრომელი და მხოლოდ მისი მეუღლე და შვილები, საოჯახო პაკეტის ფასი განსხვავდება იმის მიხედვით დაზღვეულია მხოლოდ 1 დამატებითი ოჯახის წევრი თუ ერთზე მეტი. ერთზე მეტი ოჯახის წევრის დაზღვევის შემთხვევაში თანხა არ იცვლება დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით: მაგ.: საოჯახო პაკეტის თანხა იქნება იდენტური დაზღვეულ თანამშრომელს მხოლოდ 2 ოჯახის წევრი თუ 3 ოჯახის წევრი ჰყავს დაზღვეული.
საოჯახო პაკეტისგან განსხვავებით არსებობს ოჯახის წევრების ინდივიდუალური დაზღვევაც, ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებში იგულისხმება: მშობლები და და-ძმა, ეს დაზღვევა ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს, შეგიძლიათ დააზღვიოთ მხოლოდ ერთი მშობელი, ორივე მშობელი, და-ძმები და ა.შ. თითოული ოჯახის წევრის დაზღვევას იხდით ინდივიდუალურად.

კითხვა: შემიძლია თუ არა გავაუქმო ოჯახის წევრების დაზღვევა ჩემთვის სასურველ დროს ან თუ შემიძლია გაუმჯობესებული პაკეტი შევცვალო უფრო იაფი ვარიანტით?
პასუხი: მას შემდეგ რაც თანამშრომელი აირჩევს უფრო ძვირადღირებულ ან ოჯახურ პაკეტს შეუძლებელია მისი გაუქმება ან უფრო იაფიან პაკეტზე ცვლილება. ერთადერთი ცვლილება შესაძლოა განხორციელდეს ცალკეული ოჯახის წევრების (მშობლების, და-ძმის) ინდივიდიალური დაზღვევის შემთხვევაში - რომლის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
კითხვა: შესაძლოა თუ არა არასრულწლოვანის თანამშრომლად აყვანა?
პასუხი: არასრულწლოვანის (18 წლამდე) სამსახურში აყვანა შესაძლებელია მხოლოდ მშობლის/მეურვის ოფიციალური, ნოტარიულად გაფორმებული თანხმობის შემთხვევაში. არასრულწლოვანისთვის მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს კვირაში.
კითხვა: როგორ უნდა მოვითხოვოთ ახალი კადრის დამატება სამსახურში?
პასუხი: ახალი კადრის საჭიროების შემთხვევაში მინიმუმ 1 კვირით ადრე უნდა იყოს მიწოდებული ინფორმაცია HR დეპარტამენტში - თიკა კარტოზიასთან, რომელიც მაღაზიის საჭიროებიდან გამომდინარე მოახდენს კანდიდატების გაგზავნას სტაჟირებაზე.
კითხვა: რა დოკუმენტაცია არის საჭირო თანამშრომლის სამსახურში აყვანისთვის?
პასუხი:
სამუშაო განაკვეთზე (Full timer) თანამშრომლის აყვანისთვის აუცილებელია:
• მომქმედი პირადობის მოწმობა/პასპორტი - ვადაგასული დოკუმენტით შეუძლებელია კონტრაქტი გაფორმება
• კადრების აღრიცხვის ფორმა
• საჭიროების შემთხვევაში წინა სამსახურიდან რეკომენდაცია
არასრულ სამუშაო განაკვეთზე (part timer) თანამშრომლის აყვანისთვის აუცილებელია:

• საბანკო რეკვიზიტი ნებისმიერი ბანკიდან
კონტრაქტის გასაფორმებლად კანდიდატი უნდა მოვიდეს ოფისში: ქეთევან წამებულის 50/18, მე-9 სართული. კონტრაქტის გაფორმებამდე კანდიდატი არ ითვლება თანამშრომლად და მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ დაიწყება მასთან თანამშრომლობა (ხელფასის ათვლა).

კითხვა: რამდენ ხანს გრძელდება გამოსაცდელი პერიოდი ახლად აყვანილი თანამშრომლისთვის?
პასუხი: გამოსაცდელი პერიოდი გრძელდება 6 თვე, რომლის განმავლობაში ორივე მხარეს, როგორც თანამშრომელს ასევე კომპანიას, ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3 თვის შემდეგ, წარმატებულ ახალთანამშრომლებს ავტომატურად გაეზრდებათ ანაზღაურება 10%-ით და მიიღებენ იმ სრულ თანხას, რომელიც განსაზღვრულია ამ კონკრეტული პოზიციისთვის.